ჯვარი – საბერწიაზე
შუახევის მუნიციპალიტეტის მეცხოველეების მნიშვნელოვანი ნაწილი ზაფხულში პირიტყვს აჭარა-შავშეთის ქედის კალთებზე არსებულ ალპურ საძოვრებზე მიერეკება. სოფელ კვიახიძეების, გოგინაურის მეცხოველეები კი ზაფხულს მთა საბერწიაზე ატარებენ.
კვიახიძეებელი ძმების ნარიმან, მანუჩარ, ნუკრი, გივი და გიორგი ფუტკარაძეების ინიციატივით სოფელში, სოჭისერზე, ჯვარი აღიმართა. მაშინ ძმები რიტუალის მონაწილეებს შეჰპირდნენ, რომ სხალთელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე სპირიდონის ლოცვა-კურთხევით ჯვარს მთა საბერწიაზეც აღმართავდნენ.
ძმების ინიციტივას სოფელმა მხარი დაუჭირა და სხალთის ეპარქიის მღვდელმსახურებთან ერთად ლითონის ჯვარი იმ ტერიტორიაზე აღმართეს, საიდანაც მარეთის ხეობის სოფლების უმრავლესობა მოსჩანს.
ახლად აღმართული ჯვარი დეკანოზმა გიორგიმ (ფუტკარაძე) აკურთხა. ჯვრები აღმართულია, ასევე, ჩირუხის, ღომას, სანალიას მთებზე და გომანში (წმინდისერი).
თამაზ მგზავრიძე