1 მაისი მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღეა
By

1 მაისი მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღეა

მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღე მსოფლიოს 130 ქვეყანაში აღინიშნება, 83 ქვეყანაში კი ეს დღე სახელმწიფო დღესასწაულად არის გამოცხადებული.

1 მაისის აღნიშვნა უკავშირდება ჩიკაგოს სისხლიან შეტაკებას. 1886 წელს ჩიკაგოს ქუჩებში გამოსული ადამიანები 8-საათიან სამუშაო დღეს მოითხოვდნენ. ჩიკაგოს პოლიციის მიერ გახსნილ ცეცხლს რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, პოლიციის ოფიცრებიც. დასაქმებულთა სოლიდარობის დღის აღსანიშნავად, პირველად 1890 წლის 1 მაისს, გაიმართა საერთაშორისო აქცია, რომელშიც  მონაწილეობდნენ ბელგიის, გერმანიის, დანიის, ესპანეთის და ევროპის სხვა ქვეყნების დასაქმებულები.
მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღე აღნიშნეს ბათუმშიც.

-1 მაისის აღნიშვნის მთავარი მიზანი სოლიდარობის გამოხატვასთან ერთად, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა, რაშიც იგულისხმება დასაქმებულის, დამსაქმებლისა და სახელმწიფოს ჩართულობით ერთობლივი კამპანიები. აჭარის პროფესიული კავშირების გაერთიანება ულოცავს ყველა მშრომელს 1 მაისს – მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღეს. ჩვენი ორგანიზაცია მომავალშიც აქტიურად იმუშავებს მათი უფლებების დასაცავად, – განაცხადა აჭარის პროფკავშირების გაერთიანების დირექტორმა ლევან გურგენიძემ.

 

  • No Comments
  • მაისი 1, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *