100 000 ლარის ოდენობის ზღვარი, რომლის ფარგლებში ფიზიკური პირი სრულად თავისუფლდება ქონების გადასახადისგან
By

100 000 ლარის ოდენობის ზღვარი, რომლის ფარგლებში ფიზიკური პირი სრულად თავისუფლდება ქონების გადასახადისგან

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილების დაჩქარებული წესით განხილვას დაიწყებს. ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

უწყების ცნობით, კანონპროექტი ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე (გარდა მიწისა) ქონების გადასახადისგან გათავისუფლებისთვის განსაზღვრული ოჯახის მიერ მიღებული შემოსავლის ზღვრის 40 000 ლარიდან 100 000 ლარამდე გაზრდას ითვალისწინებს.

პროექტი ასევე, ითვალისწინებს აღნიშნული ცვლილების გავრცელებას იმ ქონების გადასახადზე, რომლის დეკლარირება, „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ შესაბამისად, 2026 წელს უნდა განხორციელდეს.

პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილებას მიმდინარე სასესიო კვირაში მიიღებს.

  • No Comments
  • სექტემბერი 29, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *