103 წლის იუბილე მიულოცეს
By

103 წლის იუბილე მიულოცეს

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, მარი ზანაქიძემ, ქალაქ ბათუმში მცხოვრებ ქეთევან ლორიას 103 წლის იუბილე მიულოცა და სამინისტროს პროგრამის – 100 წელს გადაცილებული მოქალაქეების ერთჯერადი დახმარების ფარგლებში 5 000 ლარი გადასცა.

უხუცეს ქალბატონს იუბილე მიულოცეს, ასევე, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თათია გორგილაძემ და ვეტერანთა სამსახურის აჭარის სამმართველოს უფროსმა შოთა ყიფიანმა.

ამჟამად, აჭარაში 100 წელს გადაცილებული 25 მოქალაქე ცხოვრობს. მათ შორის ყველაზე უხუცესი 111 წლის ნაქიფე დავითაძეა.

  • No Comments
  • მაისი 15, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *