„1700 წელია, რწმენა გვაძლიერებს, სიყვარული გვაერთიანებს“
By

„1700 წელია, რწმენა გვაძლიერებს, სიყვარული გვაერთიანებს“

თბილისში, თავისუფლების მოედანზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დაესწრო. ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საქართველოს საპატრიარქოს და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, თავდაცვის მინისტრმა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

საზეიმო პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რეკრუტების მიერ ფიცის დადება იყო. აღსანიშნავია, რომ წელს სამხედრო ფიცი, დედაქალაქის გარდა, ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში, 12 ისტორიულ ადგილზე, ერთდროულად დაიდო.

ღონისძიება ავიაციის სარდლობის საფრენი აპარატების საჩვენებელი გადაფრენით დასრულდა. წელს, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ღონისძიებები ეფუძნება კონცეფციას – „1700 წელია, რწმენა გვაძლიერებს, სიყვარული გვაერთიანებს“.

  • No Comments
  • მაისი 27, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *