2 ოქრო, 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო
By

2 ოქრო, 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო

ბათუმმა ირაკლი აბაშიძის სახელობის კრივის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა, რომელშიც 10 ქვეყნის 150-მდე მოკრივე მონაწილეობდა.

შეჯიბრებაზე წარმატებით იასპარეზეს აჭარის ნაკრები გუნდის წევრებმა, რომლებმაც ჯამში 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ტურნირის საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ და საპრიზო ადგილებზე გასული სპორტსმენები დააჯილდოვეს აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი აბულაძემ და აჭარის სპორტის დეპარტამენტის უფროსმა ირმა ნიჟარაძემ.

ღონისძიება საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, საქართველოს სპორტის სამინისტროსა და აჭარის სპორტის დეპარტამენტის მხარდაჭერით ჩატარდა

  • No Comments
  • მაისი 28, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *