2026 წლის მარტში სისხლის სამართლებრივი დევნა 2 984 პირის მიმართ დაიწყო
By

2026 წლის მარტში სისხლის სამართლებრივი დევნა 2 984 პირის მიმართ დაიწყო

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის მარტში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 2 984 პირის მიმართ. აქედან გამოსაცდელი ვადის გასვლამდე დანაშაული ჩაიდინა 178 პირმა, რაც დევნადაწყებული პირების 6%-ს შეადგენს.

საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის მარტში დევნის დაწყების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 1 095 შემთხვევა თბილისში ფიქსირდება, აჭარაში – 309, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში – 14 შემთხვევა.

2026 წლის მარტში დევნის დაწყების მაჩვენებელი, სსკ-ის კონკრეტული მუხლების მიხედვით, ასე გადანაწილდა: ქურდობა – 355 შემთხვევა; მუქარა – 290 შემთხვევა; ოჯახური ძალადობა – 224 შემთხვევა; ძალადობა – 212 შემთხვევა; გაუპატიურება – 7 შემთხვევა; გარყვნილი ქმედება – 6 შემთხვევა; თაღლითობა – 230 შემთხვევა; ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა ან/და შენახვა – 850 შემთხვევა; ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება – 199 შემთხვევა.

  • No Comments
  • აპრილი 30, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *