27 მაისს, აბიტურიენტებისთვის უცხოური ენების გამოცდებთან დაკავშირებით, ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება
By

27 მაისს, აბიტურიენტებისთვის უცხოური ენების გამოცდებთან დაკავშირებით, ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის გამოცდებთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში, აბიტურიენტებისთვის უცხოური ენების გამოცდებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა 27 მაისს, 14:00 საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ უცხოური ენების საგამოცდო პროგრამების, ტესტების ფორმატის, შეფასების კრიტერიუმებისა და დავალებების შესახებ.

შეხვედრას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სახელმწიფო და უცხო ენათა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა საგამოცდო ტესტების შემუშავებისა და შეფასების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე რუსუდან ტყემალაძე გაუძღვება.

„ონლაინ შეხვედრაზე ცენტრის საგნობრივი ექსპერტი აპლიკანტებს პრაქტიკულ რეკომენდაციებს გაუზიარებს, რაც მათ საგამოცდო პროცესისთვის უკეთ მომზადებაში დაეხმარება. შეხვედრა ონლაინ ფორმატში Microsoft Teams-ის პლატფორმის საშუალებით გაიმართება და დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია“, – ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.

 

 

 

 

  • No Comments
  • მაისი 25, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *