29-ე იდეათეკა გაიხსნა
By

29-ე იდეათეკა გაიხსნა

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვანაში გაუქმებული სასოფლო ბიბლიოთეკა რამდენიმე წლის წინ აღადგინეს. ამჟამად აქ სოფლისა და სკოლის ბიბლიოთეკები  მოქმედებს. ჭვანის საჯარო სკოლის მოსწავლეებს წიგნთან მეტი ურთიერთობები რომ ჰქონდეთ,  სკოლაში საქართველოს ბანკის 29-ე იდეათეკა გაიხსნა.

საქართველოს მასშტაბით, იდეათეკის საგანმანათლებლო სივრცე 11 რეგიონში,  20 000-ზე მეტი მოსწავლისთვის მოქმედებს.

„საქართველოს ბანკი“  განათლების მთავარი მხარდამჭერია. ჩვენს სკოლის ბიბლიოთეკასთან იდეათეკის გახსნა ერთობ მნიშვნელოვანი სიახლეა. მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, წიგნების დახმარებით იდეები შემოგვთავაზონ“, – გვითხრა ჭვანის საჯარო სკოლის დირექტორმა ლევან კილაძემ.

ცოტნე ცაბაძე

  • No Comments
  • ივლისი 8, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *