By
7 ივნისს საყოველთაო ნათლობა გაიმართება
საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში, 7 ივნისს საყოველთაო ნათლობის მორიგი, 73-ე ეტაპი გაიმართება.
20:00 საათზე, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III დალოცავს ახალ ნათელღებულებს.
საყოველთაო ნათლობის იდეა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ეკუთვნის. პატრიარქის ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება იყო – ილია მეორე ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილებს ნათლავდა.