სამუშაოების პროცესს გაეცნო
By

სამუშაოების პროცესს გაეცნო

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი ზაზა შავაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს ოჩხამური-კოოპერაციული მეურნეობის მიმართულებით 1,7 კმ საავტომობილო გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები.

უწყების ინფორმაციით, სახელმწიფო გზა-ჯიხანჯურის მიმართულებით 1,5 კმ საავტომობილო გზაზე ასფალტის საფარი მოეწყობა, ხოლო, სკურა-ბაჟუნაიშვილების მიმართულებით 2,9 კმ საავტომობილო გზაზე, სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა.

ხუცუბანი-მესხიძეები-ბაჯელიძეების და მანელიშვილების ხიდი-სამოქალაქო თავდაცვის მიმართულებებით საავტომობილო გზებზე ასფალტის საფარის მოწყობის სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება.

აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა მეწყრულ ლოკაციაზე საყრდენი კედლებისა და გაბიონების მოწყობის სამუშაოები. ასევე, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტებში დაიწყო ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტები და განახლდა გასულ წელს დაწყებული სამუშაოები.

  • No Comments
  • მაისი 29, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *