19 C ბათუმი
Wednesday 2nd July 2025
კიდევ ერთი ინფიცირებული და მეექვსე გამოჯანმრთელებული – ბათუმში
By

კიდევ ერთი ინფიცირებული და მეექვსე გამოჯანმრთელებული – ბათუმში

მარიამ ხითარიშვილი: 27 48 93
ბათუმის კლინიკა ,,მედალფაში” კიდევ ერთი პირი გადაიყვანეს, რომელსაც kovidD-19 დაუდასტურდა. პაციენტი საზღვარგარეთ იმყოფებოდა, საქართველოშიში 11 დღის წინ შემოვიდა და საკარანტინე ზონაში მოათავსეს. არსებული ინფორმაციით, ბოლო ორი დღეა, რაც ტემპერატურული რეაქცია დაუდგინდა, დაუდასტურდა ახალი კორონავირუსი და ამჟამად კლინიკა “მედალფაში” იმყოფება. მისი მდგომარეობა სტაბილურია.
12 აპრილის მონაცემებით, ბათუმის კლინიკაში 25 პაციენტი მკურნალობს. აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აქედან ორის მდგომარეობა მძიმეა და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ერთი მათგანი მართვით სუნთქვაზე რჩება. დანარჩენი პაციენტები თერაპიულ განყოფილებაში იმყოფებიან. ექვსის მდგომარეობა საშუალო და საყურადღებოა.
11 აპრილს ბათუმის კლინიკიდან მეექვსე გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა.

  • No Comments
  • აპრილი 12, 2020

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *