19 C ბათუმი
Friday 4th July 2025
რეგისტრირებული 90 აგრარული ბაზრიდან 64 უკვე გაიხსნა
By

რეგისტრირებული 90 აგრარული ბაზრიდან 64 უკვე გაიხსნა

ნანა აბულაძე:577 20 35 90 –

როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, საქართველოში რეგისტრირებული 90 აგრარული ბაზრიდან 64 უკვე გაიხსნა. ყველა რეგიონში ფუნქციონირებს საკვანძო ადგილებში არსებული აგრარული ბაზრები. რაც შეეხება დარჩენილი ბაზრების უმეტესობას, სააგენტოს ინფორმაციით, სეზონურია და შესაბამის პერიოდში განაახლებს საქმიანობას.

სააგენტოსვე ცნობით, ყველა გახსნილი აგრარული ბაზრის ადმინისტრაციამ სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციები გაითვალისწინა და ისე მიიღო თანხმობა მუშაობის დაწყებაზე. მოხდა ძველი დახლების დემონტაჟი და ნარჩენების გატანა, დამონტაჟდა დეზობარიერები და ყოველდღიურად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები, კონტროლდება პერსონალის და მომხმარებლის დამცავი საშუალებებით აღჭურვა და სოციალური დისტანციის დაცვა. სააგენტოს ინსპექტორები მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ მონიტორინგს.

  • No Comments
  • მაისი 12, 2020

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *