აჭარა – ლონდონის საერთაშორისო გამოფენაზე
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი რეგიონს მსოფლიოში უმსხვილეს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ,,WTM London” უწევს პოპულარიზაციას. გამოფენის ფარგლებში, უწყების მენეჯმენტმა 35-მდე საქმიანი შეხვედრა საერთაშორისო მედიის, ორგანიზაციებისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან გამართა. გამოფენის ვიზიტორებს საქართველოს სტენდთან საშუალება ჰქონდათ აჭარისა და ზოგადად, საქართველოს მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტების შესახებ, ქვეყანაში მოგზაურობასთან და დასვენებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიეღოთ. ,,WTM London-ი” ტურიზმის მიმართულებით მსოფლიოში წამყვან ღონისძიებად ითვლება, რომელშიც 180 ქვეყნიდან 5500 ზე მეტი სახელმწიფო თუ კერძო სექტორის წარმომადგენელი და 46 000 ვიზიტიორი მონაწილეობს. გამოფენაში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ სააგენტოებთან ერთად მონაწილეობს.