19 C ბათუმი
Saturday 5th July 2025
საქართველოში პირველად ონლაინმეცადინეობის პლატფორმა ბათუმში ამოქმედდა
By

საქართველოში პირველად ონლაინმეცადინეობის პლატფორმა ბათუმში ამოქმედდა

ხატია იაშვილი: 555 18 48 88 –

ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება საქართველოში პირველია, რომელმაც ონლაინმეცადინეობების პლატფორმა დაგეგმა.
ბაღების აღსაზრდელებსა და მშობლებს, ეროვნული გეგმითა და პროგრამით გათვალისწინებულ თემებზე, ვიდეოგაკვეთილები მიეწოდებათ.
ვიდეომასალის დამუშავება და გავრცელება ხდება მეთოდისტებისა და წამყვანი სპეციალისტების მიერ.
თემატიკა ყველა ასაკობრივი ჯგუფის აღსაზრდელზეა მორგებული. პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის, რათა პროგრამას არ ჩამორჩნენ.
ონლაინგაკვეთილებში მშობლებიც არიან ჩართულები. აქტივობები მათ აღსაზრდელების ქცევის მართვასა და რუტინული დღის დაგეგმვაში ეხმარება.

  • No Comments
  • მაისი 16, 2020

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *