18 C ბათუმი
Monday 23rd June 2025
By

გიორგი გახარია: უნდა შევეგუოთ რომ შარშანდელივით ბევრი ტურისტი არ ჩამოვა საქართველოში

ნანა აბულაძე: 577 20 35 90 – „აუცილებლად ისე უნდა ვიმოქმედოთ, რომ კითხვის ნიშნის და რისკის ქვეშ არ დავაყენოთ საქართველოს, როგორც კოვიდთან ეფექტურად მებრძოლი და კოვიდის რისკების ეფექტურად მართვადი ქვეყნის რეპუტაცია. ამის გარეშე ვერანაირი ტურიზმი ვერ იქნება და არანაირი სტუმარი არ ჩამოვა, – აღნიშნული განცხადება საქართველის პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას გააკეთა და განმარტა, რომ მართალია რთულია, მაგრამ უნდა შევეგუოთ, რომ პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები სწრაფად ვერ მოიხსნება. გახარიას თქმით, მთავრობა ტურიზმის განვითარებას რეგიონებიდან იწყებს: – მართალია, წელს საქართველოს შარშანდელივით ბევრი ტურისტი ვერ ეყოლება, მაგრამ უნდა გაძლიერდეს კონკურენტული უპირატესობა, როგორიცაა: ჩვენი ისტორია, კულტურა, სამზარეულო, მეღვინეობა, სტუმართმასპინძლობა და სხვა. ამას ისიც დაემატება, რომ ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევას ღირსეულად დახვდა და მართავს, რაც განაპირობებს ჩვენი ქვეყნით ტურისტების დაინტერესებას, – განაცხადა პრემიერ- მინისტრმა.]]>

  • No Comments
  • მაისი 20, 2020

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *