18 C ბათუმი
Monday 23rd June 2025
By

ჯერჯერობით ვერ ვისარგებლებთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით

ნანა აბულაძე: 577 20 35 90 – მართალია, 23 მაისიდან როგორც საგანგებო მდგომარეობა, ასევე კომენდანტის საათი მოიხსნება, თუმცა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებას მთავრობა ჯერ არ გეგმავს. როგორც პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავება დამოკიდებულია ქვეყანაში შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე:„საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებაზე ჯერჯერობით საუბარი არ არის. ეს არ უნდა წარმოვიდგინოთ, როგორც შეზღუდვა, ეს არის ის რეალობა, რომელშიც შემდეგი რამდენიმე თვის განმავლობაში მოგვიწევს ცხოვრება. ჩვენ ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღეთ, რომ არ გვინდა ეპიდაფეთქების ახალი ტალღა მივიღოთ ქვეყანაში, – განაცხადა ჩიქოვანმა. შეგახსენებთ, რომ კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში საზოგადოებრივი ტრანსპორტით 31 მარტიდან ვეღარ გადავადგილდებით.]]>

  • No Comments
  • მაისი 21, 2020

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *