18 C ბათუმი
Monday 23rd June 2025
By

მიკროავტობუსების გადატვირთვა ფეხზე მდგომი მგზავრებით ახალი კორონავირუსის გავრცელებას შეუწყობს ხელს

მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სებ­ში მგზავ­რე­ბის ფეხ­ზე დგო­მას მიზანშეწონილად არ თვლის თბი­ლი­სის ვიცემე­რი ირაკ­ლი ხმა­ლა­ძე. მან ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებთან საუბარში განაცხადა. ვიცემერ­მა გან­მარ­ტა, რომ ასეთია ახალი კო­რო­ნა­ვირუსის გავრცელების პრევენციასთან და­კავ­ში­რე­ბით შექ­მნი­ლი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო უწყე­ბა­თა­შო­რის­ი საბ­ჭოს გადა­წყვე­ტი­ლე­ბა. „ჯერ­ჯე­რო­ბით ახა­ლი და­ვა­ლე­ბაა, რომ შე­იძ­ლე­ბა მოგ­ვი­წი­ოს მგზავრთა რა­ო­დე­ნობ­ის კონ­ტრო­ლი, რათა არ გადაიტვირთოს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი. მა­გა­ლი­თად, მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სებ­ში ფეხ­ზე დგო­მა რომ არ და­ვუშ­ვათ, რადგან სხვა შემ­თხვე­ვა­ში ისევ მძი­მე სუ­რა­თი შეიძლება მივიღოთ და ეს არ უნდა მოხდეს. ერ­თა­დერ­თი, რაც შე­მიძ­ლია გი­თხრათ, არის ის, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის 100%-იანი, სრუ­ლი გახ­სნა არ არის მოსალოდნელი, თუმ­ცა, ტრან­სპორ­ტი იმოძ­რა­ვებს. სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის რაოდენობა და რე­ჟი­მე­ბი დარჩება იგი­ვე. მთლი­ა­ნი ავ­ტო­პარ­კი გავა სერ­ვის­ში და მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა მო­ქა­ლა­ქე­ებს. თუ ამან გა­ნა­პი­რო­ბა გარ­კვე­უ­ლი შე­ზღუდ­ვა და ვი­ღაც ვერ გა­და­ად­გილ­და, ეს, რა თქმა უნდა, მის­თვის დის­კომ­ფორ­ტია, თუმ­ცა, ისევ უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა ჩვე­ნი­ვე მო­სახ­ლე­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით“, – გა­ნა­ცხა­და ხმა­ლა­ძემ. 29 მა­ი­სი­დან ყვე­ლა სა­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ტრან­სპორ­ტი დაიწყებს მოქალაქეების მომსახურებას. რო­გორც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, მგზავ­რო­ბის დროს აუ­ცი­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა პირ­ბა­დის ტა­რე­ბა და ამას შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი გა­ა­კონ­ტრო­ლე­ბენ.]]>

  • No Comments
  • მაისი 27, 2020

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *