18 C ბათუმი
Monday 23rd June 2025
By

„მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ვირუ­სი ჯერ არ დაგ­ვი­მარ­ცხე­ბია, შემ­დგო­მი შემ­სუ­ბუ­ქე­ბე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლია“

– ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბა ქვე­ყა­ნა­ში კონ­ტროლს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა, – განაცხადა პრე­მი­ერ­-მინისტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს მო­რი­გი სხდო­მის და­წყე­ბამ­დე. მან ხაზი გაუსვა, რომ არ­სე­ბუ­ლი ვითარება არ­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის კიდევ უფრო შემსუბუქების საშუალებასაც გვაძლევს. ჰოდა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ვირუ­სი ჯერ არ დაგ­ვი­მარ­ცხე­ბია, შემ­დგო­მი შემ­სუ­ბუ­ქე­ბე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლია. მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ 8 ივ­ნი­სი­დან აღ­დგე­ბა ყვე­ლა სა­ხის მომ­სა­ხუ­რე­ბა რეს­ტორ­ნებ­ში, ასე­ვე გა­იხ­სნებს სას­ტუმ­რო­ე­ბი და ამუშავდება სა­ქა­ლაქთა­შო­რი­სო ტრან­სპორ­ტიც.

  • ეს ნიშ­ნავს იმას, რომ რეს­ტორ­ნებს სრუ­ლად შე­ეძ­ლე­ბათ მუ­შა­ო­ბა. 8 ივ­ნი­სი­დან, ასე­ვე, გა­იხ­სნე­ბა სას­ტუმ­რო­ე­ბი, მხო­ლოდ ის სას­ტუმ­რო­ე­ბი, რომ­ლებ­საც გავ­ლი­ლი ექ­ნე­ბათ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბის შე­მოწ­მე­ბა და ექ­ნე­ბათ ამა­ზე კონ­კრე­ტუ­ლი სა­ხის ნე­ბარ­თვა. იმუშავებს სა­ქა­ლაქთა­შო­რი­სო ტრან­სპორ­ტიც. ეს ნა­ბი­ჯე­ბი მი­ღე­ბუ­ლია, პირ­ველ რიგ­ში, ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მათი სო­ცი­ა­ლუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით,- გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ.
კონკრეტულად რა შეზღუდვები მოიხსნება – 29 მა­ი­სი­დან ამოძრავდება ყვე­ლა სა­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ტრან­სპორ­ტი, თუმცა მგზავრებისთვის და მძღოლისთვის სავალდებულო იქნება პირ­ბა­დის ტა­რე­ბა: – პირ­ვე­ლი ივ­ნი­სი­დან გა­იხ­სნე­ბა ყვე­ლა სა­ხის ღია მა­ღა­ზია, მათ შო­რის მო­ლე­ბი, ღია და და­ხუ­რუ­ლი ბაზ­რო­ბე­ბი და ღია სივ­რცის მქო­ნე რეს­ტორ­ნე­ბი: – 8 ივ­ნი­სი­დან რეს­ტორ­ნებ­ში დაიწყება ყვე­ლა სა­ხის მომ­სა­ხუ­რე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, რეს­ტორ­ნე­ბი სრუ­ლად ამუ­შა­ვდება; – 8 ივ­ნი­სი­დან გა­იხ­სნე­ბა სას­ტუმ­რო­ე­ბი, რო­მლების გაივლიან შემოწმებას ­და ექ­ნე­ბათ შესაბამისი ნე­ბარ­თვა; – 8 ივ­ნი­სი­დან აღ­დგე­ბა სა­ქა­ლაქთა­შო­რი­სო ტრან­სპორ­ტით გა­და­ად­გი­ლე­ბა.]]>

  • No Comments
  • მაისი 27, 2020

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *