18 C ბათუმი
Monday 23rd June 2025
By

„კანონიერი“ ქურდის საქართველოსთვის ან მესამე ქვეყნისთვის ექსტრადიციას მოითხოვენ

ბათუმი-სარფის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე საავტომობილო მიმოსვლა შეფერხდა კრიმინალური ავტორიტეტის, მინდია ლავასოღლის, მხარდამჭერთა აქციის გამო. მონაწილეებმა საპროტესტო მსვლელობა, ფეხით, გონიოს ხიდიდან დაიწყეს. ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები, რომლებიც ცდილობდნენ, მოძრაობა ორმხრივად არ შეწყვეტილიყო და ლავასოღლის ქომაგებს გზის მხოლოდ ერთი მიმართულება დაეკავებინათ. ორგანიზატორებმა მსვლელობა სარფამდე დაგეგმეს. ისინი თურქეთის საპყრობილიდან ლავასოღლის საქართველოში, ან მესამე ქვეყანაში ექსტრადიციას ითხოვდნენ. მოგვიანებით, პროტესტანტებმა გზის სავალი ნაწილი მაინც გადაკეტეს. მათ აჭარის პოლიციის უფროსი კონსტანტინე ანანიაშვილი შეხვდა და გზის გათავისუფლება მოსთხოვა. მონაწილეებს მოუწოდა, აქცია მშვიდობიანად წარემართათ და გზაზე მოძრაობის აღდგენის საშუალება მიეცათ, თუმცა მისი მოთხოვნა არ შეასრულეს. აქციის მსვლელობისას დაკავებულია სამი პირი.

]]>

  • No Comments
  • ივნისი 5, 2020

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *