18 C ბათუმი
Monday 23rd June 2025
მემთეურების პრობლემებით დაინტერესდნენ
By

მემთეურების პრობლემებით დაინტერესდნენ

შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ფრიდონ ფუტკარაძე, მერიისა და საკრებულოს სხვა პასუხისმგებელი პირები მთა ჩირუხში მყოფ მეცხოველეებს შეხვდნენ და მათი პრობლემებით დაინტერესდნენ.

ითქვა, რომ მეცხოველეებს, მთაში სეზონურად მყოფ დამსვენებლებსა და ვიზიტიორებს ზაფხულის განმავლობაში ყურადღება და ადგილობრივი ხელმძღვანელობისგან დახმარება და თანადგომა არ მოაკლდებათ. წესრიგზეა მთაში მისასვლელი გზები, ჩაირთო დენი, მალე ამოქმედდება მთებში მგზავრთა უფასოდ გადაყვანის პროგრამა, რომლითაც ისარგებლებენ როგორც ადგილობრივები, ასევე ტურისტები. პირველადი სამედიცინო ცენტრების ექიმები თემის სამედიცინო პუნქტების ექთნებთან ერთად, პრევენციის მიზნით, მემთეურებს სამედიცინო გამოკვლევებს ადგილზე ჩაუტარებენ.

საუბარი შეეხო მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, სოციალურ პროგრამებს, ჩირუხში სამთო ტურიზმის განვითარებასა და სხვა საკითხებს.

  • No Comments
  • ივნისი 10, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *