18 C ბათუმი
Saturday 14th June 2025
„შოთას თასი – 2025“
By

„შოთას თასი – 2025“

საერთაშორისო ტურნირი ფეხბურთში „შოთას თასი – 2025“ ტრადიციულია და მას ბათუმმა წელსაც უმასპინძლა. აღნიშნული ღონისძიება წელს 2014 წელს დაბადებულ ჭაბუკებს შორის ჩატარდა.

შოთა მამინაშვილის სახელი კარგადაა ცნობილი ფეხბურთის მოყვარულთა შორის. 31 წლის ფეხბურთელმა 2017 წლის 1 ოქტომბერს, მცხეთის საფეხბურთო მოედანზე, „ვიტ-ჯორჯიასა“ და „ზუგდიდის“ მატჩის დაწყებამდე გონება დაკარგა და… ინფარქტით გარდაიცვალა.

რაც შეეხება წლევანდელ ტურნირს, მასში მონაწილეობდნენ გუნდები პოლონეთიდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და საქართველოდან.

პირველი ადგილი პოლონეთის გუნდმა „სლესინი“ დაისაკუთრა, მეორეზე ქობულეთის გუნდი „ბალა“ გავიდა, მესამეზე – „ვესთ-ჯორჯია“ (საქართველო“).

 მანანა ძიძიშვილი

  • No Comments
  • ივნისი 11, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *