18 C ბათუმი
Monday 23rd June 2025
ზაზა შავაძე: ვფიქრობ, ეს წელი გარდამტეხი იქნება მავნებელთან ბრძოლის პროცესში
By

ზაზა შავაძე: ვფიქრობ, ეს წელი გარდამტეხი იქნება მავნებელთან ბრძოლის პროცესში

მავნებელთან ბრძოლის მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებზე იმსჯელეს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა შავაძემ და სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრის უფროსმა დავით აშორდიამ.
როგორც შეხვედრაზე ითქვა, მჭიდრო თანამშრომლობა წინა წლების წარმატებული გამოცდილების შესაბამისად გაგრძელდება. მაქსიმალური შედეგისთვის კი, ხელვაჩაურში არსებულ მავნებელთან ბრძოლის ცენტრში დამატებითი სპეციალიზებული ტექნიკა იქნება მობილიზებული.
– მიმდინარე წელი იქნება აქტიური და ვფიქრობ, გარდამტეხი მავნებელთან ბრძოლის პროცესში. დამატებითი ტექნიკა საშუალებას მოგვცემს, უწყვეტ რეჟიმში გავაგრძელოთ პრევენციული და კონტროლის ღონისძიებები, – აღნიშნა ზაზა შავაძემ.
სამინისტროში შეხვედრის შემდეგ, ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრის უფროსმა დავით აშორდიამ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაძესთან ერთად, ხელვაჩაურში არსებული მავნებელთან ბრძოლის ცენტრში მობილიზებული ტექნიკა დაათვალიერა და რეგიონული ჯგუფის უფროსებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აჭარაში მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს. განთავსებულია მონიტორინგის სისტემები და სპეციალური სადგურები, ტარდება წერტილოვანი წამლობები ცივი შესხურების მეთოდით, მუნიციპალიტეტებში ტერიტორიები თერმული ნისლის ტექნოლოგიით მუშავდება.

  • No Comments
  • ივნისი 12, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *