19 C ბათუმი
Wednesday 2nd July 2025
ასპარეზობენ ვეტერანები
By

ასპარეზობენ ვეტერანები

 

აჭარის ვეტერანთა სპორტის ფედერაციის (პრეზიდენტი – შალვა ტაბაღუა) ორგანიზებითა და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, ღია პირველობა ჩატარდა ჯანსაღ ორჭიდში (შაშსა და მაგიდის ჩოგბურთში), რომელსაც ბათუმის № 2 საჯარო სკოლამ უმასპინძლა.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორმა გვითხრა, ასეთი შეჯიბრების ჩატარების მიზანია ვეტერანების ჩაბმა არა მარტო ეგრეთ წოდებულ, ჯდომით თამაშებში, არამედ, მოძრავი სპორტის სახეობებში.

შეჯიბრებამ საინტერესოდ ჩაიარა. გამოვლინდნენ გამარჯვებულები – ჩემპიონები და პრიზიორები.

ქალთა შორის პირველ ადგილზე ნინო აბაშიძე გავიდა, მეორეზე -მედეა ბიბილეიშვილი, მესამეზე – თამარ ხოზრევანიძე.

უფრო კონკურენტულ ვითარებაში წარიმართა თამაშები მამკაცებში. პირველი ადგილი ოთარ დოჭვირმა დაისაკუთრა, მეორე და მესამე საპრიზო ადგილები თანაბარი ქულებით ალექსანდრე ჩხარტიშვილმა და ანატოლი ტროფიმოვმა გაიყვეს.

სტუმარ მონაწილეთა შორის საუკეთესო კიეველი ნატალია ბაუჩი იყო.

მანანა ძიძიშვილი

 

  • No Comments
  • ივნისი 30, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *