ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს, თვითმმართველობის წარმომადგენლებს, მედიას და დაინტერესებულ პირებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ცეცხლაძემ, მოადგილე გელა გოგიტიძესთან, ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე იოსებ ჟღენტთან და საკრებულოს საფინანსო, საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თედო ტაკიძესთან ერთად წარუდგინა.
ქობულეთის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2027 წლის ფინანსური დოკუმენტი 109 760 500 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის საწყის მაჩვენებელთან შედარებით 8.2% არის გაზრდილი. მომდევნო წელს პრიორიტეტად კვლავ რჩება ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა, სოციალური მიმართულება, დასუფთავება, გარემოს დაცვა, განათლება და ახალგაზრდული საკითხები. ცალკეულ მიმართულებებზე თანხა შემდეგნაირადაა განსაზღვრული: ინფრასტრუქტურა – 44 მლნ ლარზე მეტი; ჯანდაცვა და სოციალური მიმართულება – 16 მლნ ლარზე მეტი; დასუფთავება და გარემოს დაცვა – 10 მლნ ლარზე მეტი. განათლება, კულტურა და ახალგაზრდული მიმართულება – 9 მლნ ლარზე მეტი, მოსახლეობის მხრიდან დაისვა შიდა გზების მოწესრიგების, წყლის სისტემების რეაბილიტაციას, გარეგანათებების, სკვერების და სპორტული მოედნების მოწყობის და სხვა საკითხები. შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით, ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტი დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინება არაუგვიანეს 10 დეკემბრისა.