ევროკავშირის წარმომადგენლობა: თანავუგრძნობთ ფონიჭალაში დაღუპულთა და დაზარალებულთა ოჯახებს
By

ევროკავშირის წარმომადგენლობა: თანავუგრძნობთ ფონიჭალაში დაღუპულთა და დაზარალებულთა ოჯახებს

ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში 19 ნოემბერს მომხდარ გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი, ხუთი დაშავებული კი კლინიკებში გადაიყვანეს. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა მწუხარებას გამოთქვამს.
,,საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ფონიჭალაში ტრაგიკული აფეთქების გამო. თანავუგრძნობთ დაღუპულთა და დაზარალებულთა ოჯახებს, ვაფასებთ მაშველების დაუღალავ შრომას და თანადგომას ვუცხადებთ თითოეულ ადამიანს, ვისაც ეს ტრაგედია შეეხო“, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

  • No Comments
  • ნოემბერი 20, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *