
აჭარის კულტურის მინისტრის მნიშვნელოვანი შეხვედრები – საბერძნეთში
აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე, მოადგილე ირმა აბულაძესთან ერთად, საბერძნეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს ჰასან ჰალილს შეხვდა.
მხარეებმა სახელოვნებო განათლების მნიშვნელობასა და სწავლების თანამედროვე შეხედულებების გაზიარების საკითხებზე, ასევე, ერთობლივი პროექტების დაგეგმვაზე ისაუბრეს.
აჭარის კულტურის მინისტრსა და მის მოადგილეს ათენში ასევე უმასპინძლა „სტავროს ნიარხოსის“ კულტურული ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დიმიტირი პროტოფსალტუსმა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის საკითხები და ერთობლივი კულტურული პროექტების განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს, ისაუბრეს ერთობლივი კონცერტების ორგანიზებასა და ათენში ბათუმელი მხატვრების ნამუშევრების გამოფენის მოწყობაზე.
ცნობისთვის, აღნიშნული ფონდი ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური და კულტურული ცენტრია ათენში, რომელიც მოიცავს ორ მნიშვნელოვან მიმართულებას – ეროვნული ბიბლიოთეკისა და ეროვნული ოპერის მართვას.