
By
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრებს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ
დღეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე გადაწყვეტილება პლენარულ სხდომაზე მიიღეს.
სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ პარტიის შემდეგ წევრებს: გიორგი გახარიას, ლევან გოგიჩაიშვილს, როინ ქოჩორაშვილს, თეონა აქუბარდიას, ანა ბუჩუკურს, ზაზა თავაძეს, ბექა ლილუაშვილს, ნათია მეზვრიშვილს, კახაბერ ქემოკლიძეს, დიმიტრი ცქიტიშვილს, ზვიად ძიძიგურსა და ბერდია სიჭინავას.
პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო სია არ ჩაუხსნია, შესაბამისად, მისი 12 წევრი დღემდე საქართველოს პარლამენტის წევრად ითვლებოდა. როგორც პარლამენტის სხდომაზე საკითხზე მომხსენებელმა აღნიშნა, გახარიას პარტიის წევრებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველი საქართველოს პარლამენტის სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენა გახდა.