19 C ბათუმი
Thursday 3rd July 2025
ხვალ ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება
By

ხვალ ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში ხვალ, 3 ივლისს დაიწყება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ.

შემდეგი გამოცდების განრიგი კი ასეთია: უცხო ენა – 7-8 ივლისს; ზოგადი უნარები – 9 ივლისი ; ისტორია – 10-11 ივლისი; ქიმია11 ივლისი; მათემატიკა – 14 ივლისი; გეოგრაფია 15 ივლისი; სამოქალაქო განათლება16 ივლისი; ბიოლოგია – 17 ივლისი; ლიტერატურა -18 ივლისი; ფიზიკა – 21 ივლისი; სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება 22 ივლისი.

 

ცნობისთვის: 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2 400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა. საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა. მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის კი დარეგისტრირდა 24 300-ზე მეტი აპლიკანტი.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციის თანახმად, 2025 წლის არჩევითი საგნების სტატისტიკა აბიტურიენტთა არჩევანის მიხედვით, ასე გამოიყურება:
ისტორია აირჩია 18 900-ზე მეტმა აბიტურიენტმა, მათემატიკა – 13 700-ზე მეტმა, გეოგრაფია 2 300-მა აბიტურიენტმა, ლიტერატურა 1 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა, სამოქალაქო განათლება აირჩია 2 600-ზე მეტმა, ქიმია 2 100-ზე მეტმა აბიტურიენტმა, ფიზიკა აირჩია 900-ზე მეტმა, ბიოლოგია აირჩია 3 200- ზე მეტმა აბიტურიენტმა, ხელოვნება კი 200-ზე მეტმა აბიტურიენტმა აირჩია.

 

აჭარის მასშტაბით 4 საგამოცდო ცენტრი იფუნქციონირებს – 3 ბათუმში და ერთი ხულოში. აჭარაში ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირდა 4, 598 აბიტურიენტი.

 

  • No Comments
  • ივლისი 2, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *