
By
დამწყები გიდების გადამზადების პროგრამა გრძელდება
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური სამთვიანი ტრენინგ-კურსის მონაწილე დამწყები გიდები ამჯერად ბათუმის პორტს სტუმრობდნენ, სადაც მათ პორტის ისტორიის, მნიშვნელობისა და შრომითი უსაფრთხოების შესახებ ლექცია-სემინარი ჩაუტარდათ.
მომავალმა გიდებმა ნავსადგურის საექსპოზიციო სივრცეში გამოფენილი ფოტო-ვიზუალური მასალა დაათვალიერეს და პორტის მუშაობის ძირითად პრინციპებს გაეცნენ.
ცნობისათვის: დეპარტამენტი დამწყები გიდების გადამზადების ინტენსიურ ტრენინგ-კურსს მეორე თვეა ახორციელებს.
სასწავლო პროგრამის ბოლოს ჩატარდება გამოცდები, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები გამართავენ პრაქტიკულ ტურებს ტურიზმის დეპარტამენტის მიერ სპეციალურად მოწვეული ტუროპერატორებისთვის.
გალერეა

