
USAID-მა 1 ივლისიდან მისია ოფიციალურად შეწყვიტა
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID), რომელიც მსოფლიოს ღარიბ და განვითარებად ქვეყნებს 1961 წლიდან ეხმარებოდა, 2025 წლის 1 ივლისიდან მისია ოფიციალურად შეწყვიტა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, მთავრობის მიერ სანქცირებული არაეფექტიანობის ეპოქა ოფიციალურად დასრულდა და USAID-ი 1 ივლისიდან ოფიციალურად წყვეტს უცხოეთის დახმარებას.
რუბიოს განცხადებით, ამიერიდან უცხოეთის ქვეყნების დახმარების პროგრამებს სახელმწიფო დეპარტამენტი მართავს, ეს პროგრამები კი მხოლოდ შეერთებული შტატების ადმინისტრაციის პოლიტიკის შესაბამისი იქნება და გადაწყვეტილებებს ეროვნული ინტერესების მიხედვით მიიღებენ. სახელმწიფო მდივნის მიერ ათწლეულების განმავლობაში გაწეული 715 მილიარდ დოლარზე მეტი ხარჯის გაანალიზებამ აჩვენა, რომ განვითარების მიზნები იშვიათად მიიღწეოდა და ეს პროგრამები არც ამერიკის ინტერესების გატარებას არ ემსახურებოდა.