
By
შეხვედრა თურქეთის დელეგაციასთან
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ედნარ ნატარიძემ და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი მურვანიძემ თურქეთის რესპუბლიკის ოფიციალურ დელეგაციასთან შეხვედრა გამართეს.
რიზეს მერ რაჰმი მეთინთან და დელეგაციის სხვა წევრებთან შეხვედრაზე რეგიონებს და ქალაქებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
ედნარ ნატარიძემ სტუმრებს აჭარაში მიმდინარე საინვესტიციო და ეკონომიკური პროცესები და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. მხარეებს შორის საუბარი ქალაქების დამეგობრებას, ასევე, სავაჭრო-ეკონომიკურ და ტურიზმის სექტორში სამომავლოდ ერთობლივი პროექტების განხორციელებას შეეხო.
შეხვედრას თურქეთის გენერალური კონსული ბათუმში ადნან ალთაი ალთინორიც ესწრებოდა.
გალერეა
