19 C ბათუმი
Thursday 3rd July 2025
აშშ-ის დარტყმებმა ირანის ბირთვული პროგრამა ერთი-ორი წლით უკან დახია
By

აშშ-ის დარტყმებმა ირანის ბირთვული პროგრამა ერთი-ორი წლით უკან დახია

პენტაგონმა შეაგროვა სადაზვერვო მასალა, რომელიც მიუთითებს, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად ირანის ბირთვულმა პროგრამამ დაახლოებით ერთი-ორი წლით უკან დაიხია, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის უწყების პრესსპიკერმა შონ პარნელმა განაცხადა.

„ჩვენ მათი პროგრამა ერთი-ორი წლით უკან დავხიეთ. ყოველ შემთხვევაში, დეპარტამენტში არსებული სადაზვერვო შეფასებების თანახმად“, – განაცხადა პენტაგონის პრესსპიკერმა და გაიმეორა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადება, რომ ირანის ძირითადი ბირთვული ობიექტები მთლიანად განადგურდა, თუმცა არ წარმოადგინა დამატებითი დეტალები შეფასებების წარმოშობის შესახებ.

შეგახსენებთ, აშშ-ის სამხედრო ბომბდამშენებმა 22 ივნისს ირანის სამ ბირთვულ ობიექტზე იერიში მიიტანეს, რომლის დროსაც ბუნკერების გამანადგურებელი 13 600 კგ-იანი ბომბები და ფრთოსანი რაკეტები გამოიყენეს.

 

  • No Comments
  • ივლისი 3, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *