19 C ბათუმი
Friday 4th July 2025
ჭარნალში სტადიონის მშენებლობა დასრულდა
By

ჭარნალში სტადიონის მშენებლობა დასრულდა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში, აქტიურად ხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები, განსაკუთრებით, სპორტული მიმართულებით.

ჭარნალის ადმინისტრაციულ ერთეულში უკვე დასრულდა ერთი სტადიონის მშენებლობა, ხოლო მეორე სპორტული ობიექტის მოწყობა ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. აღნიშნული პროექტები, ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და ახალგაზრდების ფიზიკურ აქტივობას.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა, ხაზი გაუსვა მათ მნიშვნელობას სპორტული განვითარების კუთხით.

მერთან ერთად სპორტული ობიექტები აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა მინდია დიასამიძემ, საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

 

 

  • No Comments
  • ივლისი 4, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *