
ბათუმს პოპულარული პოპ-აპ სივრცე უბრუნდება
5 ივლისიდან 4 აგვისტომდე შარტავას გამზირზე, გმირთა ხეივანში პოპ-აპ ფესტივალი გაიმართება, მოეწყობა მინი სცენა, სადაც საზოგადოების წინაშე წარსდგებიან მუსიკოსები და DJ-ები. გაიმართება სხვადასხვა სახის ფერფორმანსები და აქტივობები, დაიდგმება კვების ობიექტები, მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, სადაც წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი ხელოვანი ადამიანებისა და მეწარმეების უნიკალური ნამუშევრები. ვიზიტიორებს დახვდებათ ტრენდული და საინტერესო ნივთები, აქსესუარები თუ სამკაულები და, რაც მთავარია, ის ატმოსფერო, რომელიც ზაფხულს კიდევ უფრო ფერადს და საინტერესოს გახდის. ფესტივალის იდეის ავტორი და ორგანიზატორია ზურა ჩართოლანი.
პოპ-აპ ფესტივალი ბათუმში მეორედ ჩატარდება. აღსანიშნავია, რომ მეწარმეთა ნამუშევრების, ნაკეთობების გამოფენა-გაყიდვა ადრეც იმართებოდა, თუმცა იგი რომელიმე დღესასწაულზე იყო მიბმული, ბათუმობაზე, ახალ წელზე და ა. შ. ეს ფესტივალი კი ეძღვნება მხოლოდ მეწარმე ხელოვანებს, დამწყებ არტისტებს და მათი ნამუშევრების მომხმარებლამდე, მაყურებლამდე მიტანას უწყობს ხელს.
მარიამ ხითარიშვილი
გალერეა


