19 C ბათუმი
Monday 7th July 2025
ფიდეს ქალთა მსოფლიო თასის გათამაშება დაიწყო
By

ფიდეს ქალთა მსოფლიო თასის გათამაშება დაიწყო

გუშინ ბათუმში სტარტი აიღო ფიდეს ქალთა მსოფლიო თასის გათამაშებამ. ასპარეზობა საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაციის (ფიდე), საქართველოსა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციების ორგანიზებით ტარდება. ღონისძიების მხარდამჭერებია: საქართველოს სპორტის სამინისტრო, აჭარის მთავრობა, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო, ქალაქ ბათუმის მერია, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.

საქართველოდან შვიდი მოჭადრაკე ასპარეზობს – ნანა ძაგნიძე, ნინო ბაციაშვილი, მერი არაბიძე, ლელა ჯავახიშვილი, ბელა ხოტენაშვილი, ანასტასია კირთაძე, კესარია მგელაძე. მათ შორის ორი – ნინო ბაციაშვილი და კესარია მგელაძე აჭარიდან არიან.

ტურნირის პირველ ეტაპზე სამმა ქართველმა იასპარეზა და სამივემ პირველი პარტია გამარჯვებით დაასრულა.

კესარია მგელაძემ ვიეტნამელი საერთაშორისო ოსტატი დაამარცხა, ბელა ხოტენაშვილმა – ანგოლელი ქალთა საერთაშორისო ოსტატი, ხოლო ანასტასია კირთაძემ ესპანეთის სახელით მოასპარეზე ანა მათნაძეს მოუგო.

დღეს 15 საათზე პირველი ტურის მეორე ეტაპი გაიმართება.

 

მანანა ძიძიშვილი

  • No Comments
  • ივლისი 7, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *