
ბათუმი დღეს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს
დღეს ბათუმში 23-წლამდელ უძლიერეს მამაკაცთა შორის ევროპის ჩემპიონატი გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობენ საქართველოს, სომხეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ლიეტუვის, პოლონეთის, სერბეთის, სლოვენიის, თურქეთის, უკრაინისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელები. ჩემპიონატზე ათლეტები საკუთარი ძალისა და გამძლეობის დემონსტრირებას სხვადასხვა დისციპლინაში (105 კგ, +105 კგ) მოახდენენ.
ევროპის ჩემპიონატი სტარტს17:00 საათზე, ბათუმის ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე აიღებს. დასწრება თავისუფალია.
ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა და მთიელთა თამაშების ეროვნული ფედერაცია.
ღონისძიების ოფიციალური მხარდამჭერები არიან საქართველოს სპორტის სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტის დეპარტამენტი და საქართველოს სპორტის არაოლიმპიურ სახეობათა ეროვნული კომიტეტი.