
პროგრამა იწყება
შუახევში საზაფხულო იალაღებზე მგზავრთა ტრანსპორტირების პროგრამა იწყება, იგი იალაღებზე მგზავრთა უფასოდ გადაყვანას ითვალისწინებს შემდეგი მიმართულებით: შუახევი-კატრიანი- ყავრიანი; ხიჭაური- ახალდაბა- ბარათაული; ხიჭაური-თაგინური; ცხემლისი-თაგინური(ნაფოცხვარა); ჭალა-წყაროთა-თაგინური; ოლადაური-ჩირუხი; პაპოშვილები- გორი-ლაბათის უბანი- ჩირუხი; ტბეთი- გოგაძეები-ჩირუხი; ქიძინიძეები- ჯაბნიძეები-ჩირუხი; დღვანი- ლომანაური- გოგინაური-ჩირუხი; შუბანი-ჩირუხი; შუახევი-ჩირუხი; შუახევი-ღომა; კვირიაული-ცინარეთი-ღომა; წაბლანა-ღომა-საყანდრია; ნიგაზეული-ჯანჯღნარი; ხიჭაური-მერიაყელი; ინწკირვეთი-შედრეკილი; შუახევი-თეთრობი; ბრილი-ხაბელაშვილები-თაგინური; დღვანი- ლომანაური- გოგინაური-საბერწია; კარაპეტი- მაწყვალთის მთა; მახალაკიძეები-სანალია; კობალთა-ძველმთა (ჩირუხი).
აღნიშნული პროგრამით ისარგებლებენ როგორც ადგილობრივები, ასევე სტუმრები.
თამაზ მგზავრიძე