19 C ბათუმი
Tuesday 8th July 2025
ანიმაციური სტუდია გაიხსნა
By

ანიმაციური სტუდია გაიხსნა

შუახევის ხელოვნებისა და მოსწავლე ახალგაზრდობის სკოლის წლევანდელი ბიუჯეტი გაორმაგდა და 456 ათასზე მეტ ლარს შეადგენს. სკოლაში 10 წრე და და მასთან არსებული 5 ფილიალი მოქმედებს, რომლებშიც 170 მოსწავლეა გაერთიანებული. წელს შეიძინეს მუსიკალური ინსტრუმენტები, დაიწყეს ვიოლინოსა და ჩელოს სწავლება, სკოლის ბაზაზე ხიჭაურში ფილიალი გაიხსნა, დაგეგმილია ბუთურაულის ფილიალის ანსამბლისთვის ინსტრუმენტებისა და საცეკვაო ფორმების შეძენა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ისაა, რომ სკოლასთან ანიმაციური სტუდია გაიხსნა, სადაც მოსწავლეები ანიმაციური ფილმების შექმნის საფუძვლებს ისწავლიან.

ადგილობრივი ბიუჯეტიდან მობილიზებული თანხებით, სტუდიისთვის შეიძინეს სპეციალურად ანიმაციაზე მორგებული კომპიუტერები და პროფესიონალური გრაფიკული პლანშეტები. სწავლება წარიმართება როგორც ადგილზე, ასევე დისტანციურად, რაც მოსწავლეებს შესაძლებლობას მისცემს საფუძვლიანი ცოდნა მიიღონ თანამედროვე და მოქნილი ფორმატით. სასწავლო პროცესს წარუძღვებიან ონლაინ პედაგოგი თბილისიდან და ერთი ადგილობრივი სპეციალისტი.

ახალი სივრცე საქართველოს პარლამენტის წევრმა ანზორ ბოლქვაძემ შუახევის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად დაათვალიერა. ისინი სტუდიის ტექნიკურ შესაძლებლობებს გაეცნენ, აღნიშნეს, რომ ეს სიახლე მნიშვნელოვანი ნაბიჯია ახალგაზრდების პროფესიული დაოსტატებისა და შემოქმედებითი განვითარებისთვის.

 ცოტნე ცაბაძე

 

  • No Comments
  • ივლისი 8, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *