
By
ევროკავშირი რუსეთისთვის ახალ და მკაცრ სანქციებს ამზადებს
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ნოელ ბაროს განცხადებით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს.
„ამერიკელ სენატორებთან კოორდინაციით, ევროპა ბოლო სამი წლის განმავლობაში ყველაზე მკაცრი სანქციების დაწესებისთვის ემზადება. სანქციების სამიზნე ის რესურსებია, რომლებიც ვლადიმერ პუტინს ომის გაგრძელების საშუალებას აძლევს“, – აღნიშნა ჟან-ნოელ ბარომ.
მისივე თქმით, „პუტინი ფრონტის ხაზზე წინ ვეღარ მიიწევს და ახლა საცხოვრებელ ტერიტორიებს დრონებითა და რაკეტებით ბომბავს, რაც მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილს იწვევს. ეს უნდა დასრულდეს“.