
სკვერების მოწყობა აგვისტოში დასრულდება
ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მურვანიძე კახაბრის ქუჩაზე სკვერების მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ძირითადი სამუშაოები უკვე დასრულებულია კახაბრის ქუჩის №28-ში მდებარე სკვერში, სადაც მოეწყო ბორდიური, მწვანე კორდი, გარეგანათების ბოძები, დამონტაჟდა ატრაქციონი და ტრენაჟორები. უახლოეს პერიოდში განხორციელდება კაუჩუკის საფარის მოწყობა და ასფალტის საფარის დაგება.
დასრულების ეტაპზეა სკვერის მშენებლობა კახაბრის ქუჩის N32-ში. პროექტის ფარგლებში უკვე განხორციელდა სანიაღვრე ჭებისა და მილების მოწყობა, გარკვეულ მონაკვეთებზე დაისხა ბეტონის საფარი, სადაც დამონტაჟდა ტრენაჟორი და ატრაქციონი. იგეგმება დამატებით, კიდევ ერთი ატრაქციონის განთავსება. ამ დროისათვის მიმდინარეობს ბორდიურის მოწყობა და დარჩენილია კაუჩუკისა და ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები.
ორივე მისამართზე სამუშაოების დასრულების ვადად განსაზღვრულია მიმდინარე წლის აგვისტო.
გალერეა


