
By
დავით მსხალაძის წარმატება
ბულგარეთში მსოფლიო თასი ჩატარდა კონტაქტურ კარატეში, სადაც წარმატებით გამოვიდა ბათუმელი კარატისტი დავით მსხალაძე. მან +85 კილოგრამ წონით კატეგორიაში ახალგაზრდებს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა და ოქროს მედალი მოიპოვა.
დავითმა ფინალურ შეხვედრაში რუმინელი ვლად უნკუ დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ KWU ვერსიით გამართულ ტურნირში, 30 ქვეყნის 400-მდე სპორტსმენი ასპარეზობდა.
ვულოცავთ დავით მსხალაძესა და მის მწვრთნელ ლევან ციცნცაძეს ამ წარმატებას.
მანანა ძიძიშვილი