19 C ბათუმი
Sunday 20th July 2025
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
By

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

490-მა 147-ის წინააღმდეგ – ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა საქართველოს შესახებ რეზოლუციას, რომლის მთავარი მოთხოვნა  ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაა. რეზოლუციისთვის მხარის დაჭერისას თავი შეიკავა 49 ევროპარლამენტარმა.

ერთ-ერთი შესწორებით, რომელიც დღევანდელ სხდომაზე ზეპირად წარმოადგინეს, ევროპარლამენტარებმა მოითხოვეს მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლება და მის წინააღმდეგ არსებული ყველა ბრალდების მოხსნა. ევროპარლამენტმა ეს შესწორება მიიღო.

ევროპარლამენტმა მხარი არ დაუჭირა „ქართული ოცნების” მხარდამჭერი პოლიტიკური ჯგუფის სუვერენული ერთა ევროპა” (ESN) დაინიციირებული შესწორება, რომლის მიხედვითაც რეზოლუციაში უნდა ჩაწერილიყო, რომ „ევროპარლამენტი ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრებას”.

  • No Comments
  • ივლისი 9, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *