19 C ბათუმი
Friday 11th July 2025
ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს შორის შეხვედრა დასრულდა
By

ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს შორის შეხვედრა დასრულდა

აბუ-დაბიში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის შეხვედრა დასრულდა.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ლიდერების შეხვედრა კონსტრუქციულ ატმოსფეროში წარიმართა.

გავრცელებული ცნობით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო დღის წესრიგის მნიშვნელოვან ასპექტებზე ძალიან სერიოზული და არსებითი დისკუსიები გაიმართა, მათ შორის, საზღვრის დელიმიტაციაზე, ზანგეზურის დერეფნის გახსნასა და განვითარებაზე, სამშვიდობო ხელშეკრულების პარაფირებასა და სხვა საკითხებზე. მიღწეული იქნა ზოგადი შეთანხმება ამ კონტაქტებისა და მოლაპარაკებების გაგრძელების შესახებ როგორც სხვადასხვა სამუშაო ჯგუფების, ასევე, უფრო მაღალ დონეზე.

სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს შორის შეხვედრა როგორც გაფართოებულ, ასევე, პირისპირ ფორმატში გაიმართა.

  • No Comments
  • ივლისი 10, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *