19 C ბათუმი
Friday 11th July 2025
შარაბიძეებში, საავტომობილო ხიდის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს
By

შარაბიძეებში, საავტომობილო ხიდის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად გრძელდება.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ შარაბიძეების ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე საავტომობილო ხიდის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში, სამანქანე ხიდზე ასფალტ-ბეტონის საფარი იგება. მშენებლობის დასრულების შემდეგ, ამ ხიდით 20-მდე ოჯახი ისარგებლებს.

მიმდინარე სამუშაოები მერთან ერთად დაათვალიერეს უმაღლესი საბჭოს წევრმა მინდია დიასამიძემ, საკრებულოსა და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა.

  • No Comments
  • ივლისი 11, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *