19 C ბათუმი
Sunday 20th July 2025
საქართველოს აეროპორტებში რეკორდული რაოდენობის, 17 ათასამდე საერთაშორისო და ადგილობრივი ავიარეისი შესრულდა
By

საქართველოს აეროპორტებში რეკორდული რაოდენობის, 17 ათასამდე საერთაშორისო და ადგილობრივი ავიარეისი შესრულდა

სამოქალაქო ავიაციის სექტორისთვის წლის პირველი ნახევარი რეკორდულად მზარდი მაჩვენებლებით დასრულდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, 2025 წლის საწყის ექვს თვეში საქართველოს აეროპორტები 3 654 063 მგზავრს მოემსახურა, რაც 14%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში მიღებული მგზავრების რაოდენობას.

„მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2 358 937 მგზავრს მოემსახურა. ზრდამ 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში 11% შეადგინა. პირველი ექვსი თვის მონაცემებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 833 512 მგზავრს მოემსახურა, რაც 12%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გადაყვანილ იქნა 450 330 მგზავრი, რაც 35%-ით აღემატება 2024 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებლებს.

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველოს აეროპორტებში რეკორდული რაოდენობის, 17 ათასამდე საერთაშორისო და ადგილობრივი ავიარეისი შესრულდა. ნახევარი წლის განმავლობაში განხორციელებული რეგულარული რეისების რაოდენობამ 12 857 ავიარეისი შეადგინა, ხოლო ჩარტერული ფრენების რაოდენობამ 3 874-ს მიაღწია. ჯამურად, წლის პირველ ნახევარში შესრულებული სამგზავრო და სატვირთო ავიარეისების რაოდენობა (16 731) 14%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ფრენების რაოდენობას.

მაღალია ზრდის მაჩვენებლები საჰაერო სატვირთო გადაზიდვების კუთხითაც – 2025 წლის იანვარ-ივნისში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 16550.916 ტონა შეადგინა. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტვირთბრუნვა 50%-ით გაიზარდა.

გაზრდილია საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებლები, კერძოდ, 2024 წლის პირველ 6 თვესთან შედარებით საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელი გაიზარდა 7%-ით. იანვარ-ივნისში სულ 139 945 ერთეული გადაფრენა დაფიქსირდა.

2025 წლის იანვარ-ივნისში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე კვლავ Wizz Air-ი ლიდერობს. ავიაკომპანია ბაზრის 18%-იან წილს ფლობს და 642 956 მგზავრი ჰყავს გადაყვანილი. საერთაშორისო რეგულარული და ჩარტერული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: Wizz Air Hungary – 18% (642 956 მგზავრი); Pegasus-ი – 8% (284 984 მგზავრი); Georgian Airways-ი – 8% (272 568 მგზავრი); Turkish Airlines-ი – 7% (268 959 მგზავრი); Azerbaijan Airlines-ი – 6% (222 237 მგზავრი)“, – აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციაში.

 

  • No Comments
  • ივლისი 14, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *