19 C ბათუმი
Sunday 20th July 2025
ტრამპი უკრაინის შეიარაღების ახალ გეგმაზე დღეს ისაუბრებს
By

ტრამპი უკრაინის შეიარაღების ახალ გეგმაზე დღეს ისაუბრებს

 

როგორც ამერიკული გამოცემა Axios-ის იუწყება, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სწორედ დღეს გამოაცხადებს უკრაინის შეიარაღების ახალ გეგმას, რომელიც, სავარაუდოდ, შეტევით იარაღს მოიცავს. მათივე ინფორმაციით, გეგმა, სავარაუდოდ, მოიცავს შორი მოქმედების რაკეტებს, რომლებსაც შეუძლიათ მიაღწიონ სამიზნეებს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში, მათ შორის, მოსკოვამდე.

„პრეზიდენტ ტრამპის მადლობელი ვარ მისი მზადყოფნის გამო, რომ ჩვენი ხალხი დაიცვას“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ X-ზე  დაწერა და აღნიშნა, რომ ომი მხოლოდ რუსეთის გამო გრძელდება, პუტინის სურვილის გამო, რომ იგი გააჭიანუროს,  ომი „ახალ ნორმად“ აქციოს.

„ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ რუსეთი იძულებული გახდეს მკვლელობები შეწყვიტოს, რათა რეალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას მივაღწიოთ. მშვიდობის მიღწევა მხოლოდ ძალის მეშვეობით არის შესაძლებელი“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

მისი თქმით, „რუსეთის ომის დაფინანსება უნდა დასრულდეს“.

„მისი კავშირები ჩრდილოეთ კორეასთან და ირანთან უნდა დასრულდეს. რუსეთის სამხედრო მრეწველობისთვის კომპონენტებისა და აღჭურვილობის მიწოდება უნდა შეწყდეს“, – აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა აშშ-თან თავდაცვის სფეროში მნიშვნელოვან შეთანხმებებზე მუშაობს.

„უკრაინისთვის Patriot-ებთან დაკავშირებით ახალი გადაწყვეტილებების მომზადებისთვის ჩვენი გუნდის, ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიისა და ნორვეგიის მადლობელი ვარ“, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

  • No Comments
  • ივლისი 15, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *