
By
სამუშაოები 2026 წლის მაისის ბოლოს დასრულდება
ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი მურვანიძემ ხახულის მე-2 შესახვევის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
პროექტი ხახულის ქუჩიდან მამია ვარშანიძის ქუჩამდე მონაკვეთს მოიცავს, რომლის ფარგლებშიც, მდინარე ხახულის 950 მეტრ მონაკვეთზე, განხორციელდება ნაპირსამაგრი კედლებისა და 23 ხიდის მშენებლობა, სრულად განახლდება სანიაღვრე და გარეგანათების სისტემები, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები.
ამ ეტაპზე, პირველი ხიდის მშენებლობა და ნაპირსამაგრი კედლების ამოყვანა მიმდინარეობს. სამუშაოები, რომლის ღირებულებაც 16 მილიონ ლარს აღემატება, 2026 წლის მაისის ბოლოს დასრულდება.
გალერეა

