19 C ბათუმი
Sunday 20th July 2025
კაია კალასი : საქართველოს ხელისუფლებამ დათქმულ ვადაში უნდა შეასრულოს პირობები, წინააღმდეგ შემთხვევაში, უვიზო რეჟიმის შეჩერება მოგვიწევს
By

კაია კალასი : საქართველოს ხელისუფლებამ დათქმულ ვადაში უნდა შეასრულოს პირობები, წინააღმდეგ შემთხვევაში, უვიზო რეჟიმის შეჩერება მოგვიწევს

 

საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე, საქართველოს შესახებ ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, საქართველოს გამოუგზავნიან წერილს უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით, რომელშიც გარკვეული პირობები იქნება გაწერილი.

„ჩვენ დღეს ასევე განვიხილავთ საქართველოს საკითხს – ვხედავთ, რომ საქართველოში მნიშვნელოვანი უკუსვლაა და ვიმსჯელებთ, კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ. ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის, უვიზო რეჟიმის შეჩერება და სხვა ელემენტები. დიახ, ჩვენ წარვადგინეთ სია (მიზნობრივი სანქციების), რადგან ვხედავთ, რომ სასამართლო გადაწყვეტილებები, მათ შორის, ახალგაზრდა დემონსტრანტების მიმართ, არის არაპროპორციული. ცხადია, რომ სასამართლო სისტემაც ამ აპარატის ნაწილია. ასე რომ, დიახ, ორი მოსამართლე შევიყვანეთ სანქციების ამ პაკეტში. წინა შემთხვევაში, დაიბლოკა წინადადება, მაგრამ ვიმსჯელებთ. ვეცდებით (გადაწყვეტილებების მიღებას), თუმცა თუ ვერ დავძლევთ წინააღმდეგობას, მაშინ არ იქნება (გადაწყვეტილება). თუმცა, დღეს გავუგზავნით საქართველოს წერილს, მათ შორის, უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით. მათ აქვთ კონკრეტული პირობები, რაც უნდა შეასრულონ და თუ ეს პირობები არ შესრულდება შესაბამის ვადებში, ჩვენ მოგვიწევს ვიზალიბერალიზაციის შეჩერება”, – აღნიშნა კაია კალასმა.

  • No Comments
  • ივლისი 15, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *