19 C ბათუმი
Thursday 17th July 2025
რეფორმა გრძელდება
By

რეფორმა გრძელდება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა მიმდინარე წლის ბოლომდე გრძელდება. მისი დასრულების შემდეგ, ქვეყნის მასშტაბით შეიქმნება უძრავი ქონების შესახებ სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემები, მიწის თითოეული მესაკუთრის უფლება იქნება დაცული და განვითარდება უძრავი ქონების ბაზარი.

მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მიმდინარე სამუშაოების თაობაზე ინფორმაცია გააკეთეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამგეგმავთა მენეჯერმა მალხაზ ძნელაძემ, ამავე სააგენტოს ამგეგმავთა ჯგუფის ლიდერმა ილია ნანდოშვილმა, შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ, მერის მოადგილეებმა მირიან აბაშიძემ, გურამ ზოიძემ, მერიის იურისტმა ირაკლი ბოლქვაძემ.

სოფლებში მიმდინარე აგეგმვით სამუშაოებზე, რიგ პრობლემებზე ისაუბრეს მერის წარმომადგენლებმა ოლადაურის, დაბა შუახევის ადმინისტრაციულ ერთეულებში გიორგი ფუტკარაძემ, გია დავითაძემ, მერიის სპეციალისტმა თამილა დავითაძემ.

ცოტნე ცაბაძე

  • No Comments
  • ივლისი 17, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *